მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჭიათურელებო, არავის სახვეწარი არაფერი გვჭირს! ბიჭების გზავნილი ციხიდან – იბრძოლეთ ბოლომდე!”

“ჭიათურელებო, არავის სახვეწარი არაფერი გვჭირს! ბიჭების გზავნილი ციხიდან – იბრძოლეთ ბოლომდე!”

ჭიათურელი მაღაროელები იმ თანამშრომლების ხელმოწერებს აგროვებენ, რომლებმაც მათი თქმით, კომპანიის ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მუქარის მიუხედავად, გათავისუფლების განცხადებებს ხელი არ მოაწერეს.

მაღაროელების თქმით, იმ დასაქმებულების უფლებებს, რომლებიც ხელს დღეს მოაწერენ, ადვოკატები დაიცავენ.

“მეგობრებო, ამ დროისთვის 800-ზე მეტი უნიკალური ხელმოწერა გვაქვს!

“უნიკალური“ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ყოველგვარი ძალდატანების, ზეწოლის, შანტაჟისა და ჩარევის გარეშე – მხოლოდ ერთი უბრალო ვიდეომიმართვის საფუძველზე.

ხალხი, ვინც ქმნის დოვლათს, ქმნის პროდუქციას – ისინი თავად მოდიან და ხელს აწერენ.

ეს ნიშნავს, რომ ისინი არ უცხადებენ ნდობას კომპანიას და ირჩევენ სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს.

ჭიათურელებო, არავის სახვეწარი არაფერი გვჭირს!

მოშიმშილე ბიჭებს სტიმული მიეცათ.

ჩვენს უსამართლოდ დაპატიმრებულ ბიჭებსაც ეს სურვილი აქვთ, ისინი იქ შიმშილობენ იმისთვის რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს და უშუალოდ პრემიერი დაგვიჯდეს სასაუბროდ ყოველგვარი მხარეების გარეშე!!

ბიჭების გზავნილი ციხიდან არცერთი ნაბიჯი უკან – იბრძოლეთ ბოლომდე!!!” – აცხადებენ მაღაროელები.

ჭიათურაში პროტესტი ორ თვეზე მეტია, მიმდინარეობს. შიმშილობის რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მერვე დღეს ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ შეიქნა და საჭირო გახდა საავადმყოფოში გადაყვანა. ასევე, დაკავებულია 4 ადამიანი.

პროტესტის მონაწილეები მთავრობის წარმომადგენლების კრიზისის მოგვარებაში უშუალო ჩართულობას მოითხოვენ. მაღაროელები კომპანიის მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან.

მაღაროელთა აზრით, რეორგანიზაცია, რასაც კომპანია ითხოვს, დასაქმებულთა რაოდენობას 3620-დან, დაახლოებით, 1500-მდე შეამცირებს.

კომენტარები