მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურელი მაღაროელები დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ

ჭიათურელი მაღაროელები დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ

ჭიათურელი მაღაროელები დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ.

მაღაროელების თქმით, შეთანხმება იყო, რომ კომპანია არ დაიწყებდა მოპოვებით სამუშაოებს, ვიდრე დაკავებულები არ გათავისუფლდებოდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა.

“მივედით მოლაპარაკებაზე, ბიჭებს გამოვუშვებთო. მუშა პროცესი აღდგა, ჩვეულებრივი მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო, ერთი კვირა არ არის, რაც მუშა პროცესი აღდგა და უკვე აფეთქებებს ატარებენ და მარგანეცი გამოაქვთ. აღარ ჰყოფნით, რომ ხელს არ ვუშლით სამუშაო პროცესში, შიმშილობა რომ შევწყვიტეთ, ახლა მარგანეცის გატანა უნდათ მატარებლით. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი პირობა უკვე იმათი მხრიდან ირღვევა. მარგანეცის მოპოვებაზე იყო საუბარი, არ მოვიპოვებთო და უკვე მოიპოვებენ, არ უნდა გაეტანათ, ვიდრე პრობლემა არ მოგვარდებოდა და აპირებენ გაიტანონ, ხალხს აღარ დავაშანტაჟებთ ესემებისთო და გუშინ საღამოს იგივე მოხდა, შემდეგ, რომ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯს სამართლიანად, ჩვენ გამოვდივართ პროვოკატორები. ცალხმრივად შეთანხმება არ ხდება, ცალმხრივად ხდება მონობა და მონობას არასოდეს დავეთანხმებით. ვიდრე ბიჭები არ გამოვლენ გარეთ, მარგანეცი ქალაქიდან არ გავა, ამიტომ ვიყოთ მობილიზებული. არაფერი არ სჭირდება იმათ გამოშვებას, გარდა კეთილი ნებისა, რადგან არ არიან დამნაშავეები. სამი დღეა, ჩვენმა ადვოკატებმა გამართეს ყველანაირად საბუთები, ახლა იწელება პროცესი, ამასობაში სარგებლობენ, მოიპოვება მარგანეცი, რაზეც არ შევთანხმებულვართ. გვჭირდება ერთიანობა, ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს – ან მივდივართ და უერთდებით იმათ ციხეში, ან ისინი გამოდიან გარეთ”, – აცხადებენ მაღაროელები.

ჭიათურელი მაღაროელები ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 29 აპრილს დააკავეს.

კომენტარები