მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურელი მაღაროელები დღეს სახალხო დამცველს შეხვდებიან

ჭიათურელი მაღაროელები დღეს სახალხო დამცველს შეხვდებიან

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება.

მაღაროელების წარმომადგენლები დღეს, 14:00 საათზე თბილისში სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდებიან.

“ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. 7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება.

მაღაროელების მოთხოვნაა, სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში, ასევე ითხოვენ შეხვედრას “ოცნების” მთავრობასთან; ინვესტორის წასვლასა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღებას; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით ფონდის შექმნას ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას, რომელიც მოსახლეობას მოემსახურება; ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ღია კარიერული წესით მოპოვების გაკონტროლებას.

კომენტარები