ჭიათურელმა მაღაროელებებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. მათი მოთხოვნა ხელფასის 40%-ით გაზრდა და ღირსეული სამუშაო პირობებია.
დასაქმებულების თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება.
აქვე, ცნობილია, რომ 20 ივნისს, 16:00 საათზე მაღაროელები და მათი მხარდამჭერები კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისისკენ მსვლელობას მოაწყობენ, 18:00 საათზე კი პარლამენტთან აქციას გამართავენ.
ცნობისთვის, 10 მაღაროელი მეცხრე დღეა შიმშილობს, გუშინ ერთ-ერთმა გაფიცულმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ კი თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა. მანამდე პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ პირი ამოიკერა.
კომენტარები