მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურელმა მაღაროელებმა ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გადაიფიქრეს

ჭიათურელმა მაღაროელებმა ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გადაიფიქრეს

საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილის სახლთან დღეს საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება.

ჭიათურელმა მაღაროელებმა ივანიშვილის სახლთან აქცია რამდენიმე დღის წინ დააანონსეს.

დღეს ასევე, ცნობილი გახდა, რომ მაღაროელებმა შიმშილობა შეწყვიტეს, პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მათ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტ დანიელთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

მერაბ სარალიძემ და სიმონ მიქაცაძემ შიმშილობა 4 აპრილს დაიწყეს.

მაღაროელების მოთხოვნაა, სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში, შეხვდეს ხელისუფლების წარმომადგენელი მაღაროელებს და უშუალოდ მოისმინოს მათი პოზიციის შესახებ.

კომენტარები