ჭიათურის მერიასთან მაღაროელების აქცია გრძელდება, მერიის შენობაში პროფკავშირების, კომპანიის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა იწყება.
“ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. 7 მარტს “ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ “ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება.
მაღაროელების მოთხოვნაა, სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში, ასევე ითხოვენ შეხვედრას “ოცნების” მთავრობასთან; ინვესტორის წასვლასა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღებას; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით ფონდის შექმნას ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას, რომელიც მოსახლეობას მოემსახურება; ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ღია კარიერული წესით მოპოვების გაკონტროლებას.
კომენტარები