მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხანძარი წყალტუბოში – დამწვარია სატვირთო მანქანა და დასაწყობებული პლასტმასის მილები

ხანძარი წყალტუბოში – დამწვარია სატვირთო მანქანა და დასაწყობებული პლასტმასის მილები

წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ ხანძარი იყო.

ცეცხლი სატვირთო ავტომობილსა და საკანალიზაციო ქსელის დასაწყობებულ პლასტმასის მილებს გაუჩნდა.

“ინფო იმერეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.

დაწყებულია გამოძიება, რომელიც მომხდარის გარემოებებს დაადგენს.

ფოტო: გიო თოდუა

კომენტარები