მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა, ორ გაუჩინარებულ მწყემსს ეძებენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა, ორ გაუჩინარებულ მწყემსს ეძებენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდართან 2 მწყემსს რამდენიმე დღეა, ეძებენ, დიდთოვლობის გამო მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის გამგეობამ აღნიშნულის შესახებ იცის, მოქალაქემ “ტვ პირველის” ჟურნალისტს უთხრა, რომ “გუშინ ვერტმფრენი მოითხოვეს, არ არისო. ახლა, როგორც ვიცი, დრონით მოდიან”.

“გრიგოლ ბერაძე და ტარიელ ხეცაძე. ორნი არიან, ჯოგი ჰყავთ მთაში, დადიოდნენ ხოლმე. ახლა მალევე მოთოვა და ვეღარ ჩამოვიდნენ. ერთ კვირაზე მეტია, არაფერი ვიცით. არც ის, როგორ არიან. ბინები კი აქვთ, მაგრამ საჭმელი არ ჰონდა ერთს იმდენი, რომ ამდენ ხანს ჰყოფნოდა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. 2 კილომეტრი გაკვალა 10-მა ადამიანმა 2 დღეში. ვერ კვალავენ, დიდი თოვლია ძალიან. ტელეფონმა რომ დაიჭიროს, სიმაღლეზე უნდა ავიდნენ და თოვლის გამო ალბათ, ვერ ადიან.

ახლა ტელეფონები დამჯდარი ექმნებათ. სოფლის გამგეობამ იცის ეს ყველაფერი. დარეკეს გუშინ, ვერტმფრენი მოითხოვეს, არ არისო. ახლა, როგორც ვიცი, დრონით მოდიან. არ ვიცი, რამდენად მართალია. ძალიან დიდი თოვლია. ტრაქტორი მოვიდა, გაფუჭდა და გზა გაუკვალავია. ხალხი ავად არის, ვირუსები აქვთ და გარეთ ვერ გავდივართ. ხარაგაულის სოფლები თითქმის გაუკვალავია”, – განაცხადა მოქალაქემ.

კომენტარები