მაშველებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული სამი მწყემსიდან ორი იპოვეს.
სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში დაკარგული ერთი პირის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
“ჯგუფმა, რომელიც უკვე ორი დღეა, ცდილობდა მათთან მისვლას უკვე შეძლო და მივიდა. პირადად შეხვდნენ. ერთ-ერთი, ტარიელ ხეცაძე უკვე წამოიყვანეს, მალე სოფელში იქნებიან. ხოლო გრიგოლ ბერაძესთან დარჩა ჯგუფის მეორე ნაწილი. რაც შეეხება მერაბ კოჩაძეს, მისი სავარაუდო ადგილსამყოფელი დადგენილი გვაქვს”, – განაცხადა ხარაგაულის მერმა.
სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, მწყემსებს რამდენიმე დღე ეძებდნენ.
კომენტარები