მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ხარაგაულში, კორუფციულ გარიგებებში მერი, მერის ძმა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი არიან ჩართული”

“ხარაგაულში, კორუფციულ გარიგებებში მერი, მერის ძმა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი არიან ჩართული”

“ანტიკორუფციული მოძრაობა” და “ნაციონალური მოძრაობა” ხარაგაულში კორუფციული გარიგებების სქემებზე საუბრობს.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ხარაგაულის მერი, მერის ძმა, რომელიც საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელია და ხარაგაულის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრის თქმით, მერის ძმა ზურაბ ლურსმანაშვილი თავისივე კომპანიაში დასაქმებული პეტრე ავალიშვილის საბუთებით ახორციელებს სოფლის პროგრამებით გათვალისწინებულ პროექტებს.

ქეთევან ზუმბაძის თქმით, პროექტები საკრებულოს ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული, თუმცა სამუშაოები ან დაწყებული არ არის, ან მიტოვებულია.

ოპოზიციის განცხადებით, ხარაგაულის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი კიაზო გამრეკელაშვილი ასევე სხვისი საბუთებით ახორციელებს სოფლის პროექტებს.

“ის პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, რომელსაც აკეთებენ თანამდებობის პირები, როგორიცაა მერის ძმა ზურაბ ლურსმანაშვილი, ხარაგაულის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი კიაზო გამრეკელაშვილი. ეს ადამიანები ამოფარებული არიან სხვა ინდმეწარმეების საბუთებს“, – განაცხადა ქეთევან ზუმბაძემ.

“ანტიკორუფციული მოძრაობის” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის განცხადებით, ყველა ინფრასრტუქტურული პროექტი მიტოვებულია.

“ჩვენ ვაპირებთ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სამართლებრივი მხარეც მივცეთ ამ საქმეს“, – აღნიშნა ცამციშვილმა.

კომენტარები