მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხარაგაულში სოციალურ შემწეობას ადგილზე მცხოვრები ოჯახების 40,8% იღებს

ხარაგაულში სოციალურ შემწეობას ადგილზე მცხოვრები ოჯახების 40,8% იღებს

ხარაგაულში სოციალურ შემწეობას ადგილზე მცხოვრები ოჯახების 40,8% იღებს, – სტატისტიკას სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კიდევ უფრო მეტი ოჯახი, 70.4 % სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული და სურს, რომ სოციალური შემწეობა მიიღოს.

ხარაგაულში უმუშევრობის დონე მაღალია, ხოლო საშუალო ხელფასი – დაბალი.

ზოგადად იმერეთის რეგიონში კი  უმუშევრობის დონე 20%-ია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში მოსახლეობის 19% საარსებო შემწეობის მიმღებია.

კომენტარები