2024 წელს ხარაგაულში 180 ბავშვი დაიბადა, 289 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მისივე ცნობით, ხარაგაულში 2023 წელს 167 ბავშვი დაიბადა, 275 ადამიანი გარდაიცვალა.
2022 წელს რაც შეეხება, აღნიშნულ პერიოდში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 178 ბავშვი დაიბადა, 323 ადამიანი გარდაიცვალა.
ზოგადად იმერეთში შობადობა შემცირებული, სიკვდილიანობა კი გაზრდილია. აღნიშნულ რეგიონში 2024 წელს, 4494 ბავშვი დაიბადა, 7212 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კომენტარები