მთავარიახალი ამბებისლაიდი

ხატია დეკანოიძე – ეს არის სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე

ხატია დეკანოიძე – ეს არის სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე

ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატს ხატია დეკანოიძეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სარჩელი შეაქვს.

დეკანოიძის თქმით, სუს-დან გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ უსმენდნენ მისსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების საუბარს. დეკანოიძე ამბობს, რომ ეს საერთაშორისო სკანდალია.

“მე ვფიქრობ, რომ ყველამ ვისზეც არის ინფორმაცია და გავიდა ინფორმაცია საჯარო სივრცეში, ანუ იმ მასალებში, რომელიც ყველამ ვნახეთ, რომ ტოტალური კონტროლი და ფარული მიყურადებაა სუს-ის მიერ, ყველა ადამიანმა უნდა შეიტანოს სარჩელი სამართალდამცავ უწყებებში.

ჩემი ეპიზოდი, რომელიც გავიდა საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის “მთავარზე”, “ფორმულაზე” და “ტვ პრიველზე”, ონლაინ გამოცემებში, ეს იყო ჩემი საუბარი, ფარული მიყურადება სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებს შორის. ეს არის სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, იმედი არ აქვს, რომ ეს პროკურატურა ან სუსი საქმეს გამოიძებს, თუმცა როცა “ქართული ოცნება” ხელისუფლებას ჩამოშორდება, გატარდება რეფორმები, მისი და ყველას განცხადება იქნება გამოძიებული.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსისი მოქმედი პირების ნაწილმა უკვე დაადასტურა.

კომენტარები