ქუთაისში პოლიციამ გააჩერა ავტომობილი, რომლის მგზავრებმაც სავარაუდოდ, ხაშურში ძელსკამი მოიპარეს და სამართალდამცველები ეძებდნენ.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ავტომობილი ამ წუთებში ჭავჭავაძის ქუჩისა და ნინოშვილის ქუჩის კვეთაზე ჰყავს შეჩერებული.
თავდაპირველად სამართალდამცველების მოთხოვნის შემდეგ მძღოლმა მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით გააგრძელა, თუმცა პოლიციამ მისი შეჩერება მაინც შეძლო.
კომენტარები