მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხახიეთი – ყოფილი სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც წამებში გაქრა

ხახიეთი – ყოფილი სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც წამებში გაქრა

ხახიეთი – ყოფილი სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ჭალის თემში. 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში, სინაგურის სასოფლო საბჭოში, 1991 წელს გადაეცა საჩხერის რაიონს.

სოფელი 1991 წლის 29 აპრილს 13 საათსა და 13 წუთამდე მდებარეობდა მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის ხახიეთისწყლის ხეობაში, აგრეთვე თედელეთისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1090 მ-ზე. საჩხერიდან 21 კილომეტრზე.

1991 წლის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა თოფარასაბვის ქედის აღმოსავლეთით. აღნიშნულ ქედს ძლიერ ეცვალა სახე, მიწისძვრის შედეგად ჩამოიშალა კლდე, რომელმაც გადაკეტა მდინარე ხახიათისწყალის ვიწრო ხეობა და წარმოიქმნა 100 მეტრი სიგანის და 300 მ სიგრძის ტბა. მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი მასალის ქვეშ მოჰყვა 20-კომლიანი სოფელი 45 მცხოვრებით. მდინარის დონემ ჩამოშლილი მასალის ხარჯზე აიწია 20 მეტრით მაღლა.

მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გადარჩა, ვინც მიწისძვრის დროს სხვაგან იმყოფებოდა.

სოფელში აღარავინ ცხოვრობს. შემორჩენილია ნაეკლესიარი.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, ნასოფლარი ხახიეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

კომენტარები