ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები 153 დღეა, ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათი თქმით, როგორც ისინი აღნიშნავენ, ვიდრე ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება და უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, პროტესტი არ შეწყდება და ქვეყანაში შექმნილი კრიზისიც არ დასრულდება.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კომენტარები