მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – ქუთაისელების პროტესტი არ წყდება

ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – ქუთაისელების პროტესტი არ წყდება

უწყვეტი პროტესტის 52-ე დღეს ქუთაისელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.

ევროპული მომავლის მცველების მოთხოვნები უცვლელია – ისინი ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

პროტესტის მონაწილეების თქმით, “ოცნებას” მოუწევს ხალხს მოუსმინოს და მნიშვნელოვანია, ეს ძალიან მალე გააკეთოს, რადგან ქვეყნის ინტერესები ისედაც უკვე ძალიან დააზარალა.

მათივე თქმით, რეჟიმი მალე უნდა შეიცვალოს, რომ საქართველო ევროპის გზაზე ისევ დაბრუნდეს.

კომენტარები