მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხელახალი არჩევნები, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება

ხელახალი არჩევნები, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება

ქუთაისში 134 დღეა, მოქალაქეები ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათი თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი არ შეწყდება.

როგორც უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აღნიშნავენ, “ოცნებამ” ქვეყანას ევროპული მომავალი წაართვა, რეპრესიებს ატარებს ყველას წინააღმდეგ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და ძალაუფლებას აუცილებლად უნდა ჩამოშორდეს იმისთვის, რომ საქართველომ განვითარება განაგრძოს.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები