ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
მოქალაქეები 149 დღეა, ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
დღეს მერიის მიმდებარედ ახალგაზრდა ექიმმა და უწყვეტი პროტესტის მონაწილემ ნოდო სიხარულიძემ, ადგილზე შეკრებილებს “ავტორიტარიზმსა და მის გავლენებზე ჯანმრთელობაზე” ესაუბრა.
მისი თქმით, ავტორიტარულ ქვეყნებში ჯანდაცვის ხარისხი დაბალ საფეხურზეა, განგრძობითი სტრესის დროს კი ბევრი დაავადება შეიძლება დაფიქსირდეს ადამიანის ორგანიზმში.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კომენტარები