ქუთაისში პროევროპული აქციები გრძელდება.
ევროპული მომავლის მცველები ახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
უწყვეტი პროტესტის 156-ე დღეს, აქციის მონაწილემ ალიმი ხერხაძემ საჯარო საუბრები გამართა თემაზე: საქართველოს ეკონომიკის დაჩქარებული ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები და გამოწვევები ავტორიტარიზმში.
პრეზენტაციაზე საუბარი იყო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და ხელშემშლელ ფაქტორებზე.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კომენტარები