მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხელახალი არჩევნები, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – უწყვეტი პროტესტი ქუთაისში

ხელახალი არჩევნები, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – უწყვეტი პროტესტი ქუთაისში

ქუთაისში ხელახალი არჩევნების და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

მოქალაქეები “ქართული ოცნების” პოლიტიკას ყოველდღიურად აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას ეხება, რადგან უკვე ციხეში არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები და ა.შ.

მათი განცხადებით, დღეს დუმილი მორჩილებას ნიშნავს, ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი ხმა ხელისუფლებას უნდა გააგონონ.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები