ქუთაისში 122 დღეა, უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
მოქალაქეები ყოველდღიურად ქუთაისის მერიასთან იკრიბებიან და “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ.
ისინი ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
როგორც პროტესტის მონაწილეები აღნიშნავენ, ქვეყანაში შექმნილი კრიზისი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც “ოცნება” ძალაუფლებას ჩამოშორდება.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კომენტარები