მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ხელისუფლება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აუქმებს

ხელისუფლება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აუქმებს

ხელისუფლება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აუქმებს – აღნიშნულ ინფორმაციას “ინფო იმერეთს” ცენტრის იმერეთის რეგიონის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე უდასტურებს.

არსებული ინფორმაციით, ცენტრი 1 ივლისიდან გაუქმდება.

მარიკა ვაჭარაძე ცენტრში ცენტრში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა როგორც თავად წერს, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შესახებ მისმა ხელმძღვანელმა წერილობით აცნობა.

“სულ რამდენიმე კვირა გახდა საჭირო “შერწყმიდან” “ლიკვიდაციამდე” და ამას აკეთებს ის ხელისუფლება, რომელსაც 8 თვის წინ ღირსებით მივყავდით ევროპისკენ.  პარადოქსია არა? მეტიც, და ეს ხდება, მაშინ, როცა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ხელისუფლებას ავალებს კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსოლებუს ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა, ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციას უზრუნველსაყოფად! ალბათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ ჰქონდეთ პარლამენტში ამ მუხლსაც ამოიღებდნენ. 28 ნოემბერს რა თქმა უნდა, შევუერთდი და ხელი მოვაწერე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილის განცხადებას. პ.ს. ვაპირებ სამართლებრივ ბრძოლას! მადლობა ყველას, ვინც იდეურად ჩემს გვერდით იდექით და მომავალშიც ჩემთან ერთად იბრძოლებთ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის”, – აცხადებს მარიკა ვაჭარაძე.

კომენტარები