საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან როცა ამოიღებ ილიას “ბედნიერ ერს”, “პასუხის პასუხს”, “განდეგილს”, “აჩრდილს” და “ოთარაანთ ქვრივს”, როცა ამოიღებ პაოლო იაშვილის და პოლიკარპე კაკაბაძეს ნაწარმოებს მთლიანად ან კიდევ ვაჟას “პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმს”… ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება “განათლების” სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებებია. კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში სრულად ამოღებულია იგავ-არაკები, ალექსანდრე ყაზბეგის, პაოლო იაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება, ხოლო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ამოღებულია ნაწილი, მათ შორის “პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი”. აღნიშნულს განათლების სამინისტრო პასუხობს და აცხადებს, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოები არ არის ამოღებული.
კომენტარები