მარიამ მურღვლიანი მსოფლიო ვიცე-ჩემპიონია – ძალოსანმა ატაცში ვერცხლი მედალი მოიპოვა.
ესპანეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, მარიამ მურღვლიანი (87 კგ.) წარმატებით ასპარეზობს.
ქართველმა გოგონამ ატაცში თავი 98 / 102 / 105 კილოგრამს გაართვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.
გარდა ამისა, მურღვლიანმა საქართველოს რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 1 კილოგრამით გააუმჯობესა.
კომენტარები