მთავარიახალი ამბებისლაიდი

ხონის ბანაკში სტუდენტები მოიწამლნენ

ხონის ბანაკში სტუდენტები მოიწამლნენ

ხონის ბანაკში 9 სტუდენტი მოიწამლა. სტუდენტები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თავდაპირველად ადგილობრივ კლინიკაში, შემდეგ კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ინფექციონისტის თქმით, პაციენტების ინტოქსიკაცია სავარაუდოდ, სასმელი წყლის გამო მოხდა.

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სტუდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ საშუალო სიმძიმის იყო, დღეს კი მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, პაციენტებს დღის ბოლოს უკვე გაწერენ.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები “თავისუფალი უნივერსიტეტის” სტუდენტები არიან.

კომენტარები