2024 წელს ხონში 188 ბავშვი დაიბადა, 342 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მისივე ცნობით, ხონში 2023 წელს 160 ბავშვი დაიბადა, 330 ადამიანი გარდაიცვალა.
2022 წელს რაც შეეხება, აღნიშნულ პერიოდში ხონის მუნიციპალიტეტში 192 ბავშვი დაიბადა, 388 ადამიანი გარდაიცვალა.
ზოგადად იმერეთში შობადობა შემცირებული, სიკვდილიანობა კი გაზრდილია. აღნიშნულ რეგიონში 2024 წელს, 4494 ბავშვი დაიბადა, 7212 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კომენტარები