მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჯვარისა – სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში

ჯვარისა – სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში

ჯვარისა — სოფელი იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლეყერეთი, ოჯოლა, ხორჩანა). მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე ღვაღვანის ხეობაში. ზღვის დონიდან 480 მეტრი, ტყიბულიდან 33 კილომეტრი. სოფელში არის საექიმო ამბულატორია და საჯარო სკოლა.

სოფელი დასახლებული იყო ანტიკურ ხანაში. წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში.

შემორჩენილია ჯვარის ციხის ნანგრევები. ციხე მოხსენებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს 1723 დასავლეთ საქართველოში ოსმალთა აგრესიასთან დაკავშირებით.

ჯვარისაში დაიბადა და ბავშვობა გაატარა მწერალმა ნიკოლო მიწიშვილმა. სოფელში არის მისი სახლ-მუზეუმი.

ფოტოზე: ტყიბული

კომენტარები