მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჯორჯიან მანგანეზი” მზადყოფნას გამოთქვამს, ჭიათურაში სამუშაო პროცესი გარკვეული დათქმებით განაახლოს

“ჯორჯიან მანგანეზი” მზადყოფნას გამოთქვამს, ჭიათურაში სამუშაო პროცესი გარკვეული დათქმებით განაახლოს

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” მზადყოფნას გამოთქვამს, მაღაროელებისთვის ერთი თვის ანაზღაურება გასცეს და სამუშაო პროცესი გარკვეული დათქმებით განაახლოს.

“სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დღეს უშუალოდ ჭიათურაში გაიმართა შეხვედრა. კომპანიამ წარმოადგინა ამ შეხვედრაზე პოზიცია მიწისქვეშა სამუშაოების განახლების გეგმაზე. მოხდება ამ გეგმის დეტალური განხილვა იმ პერსპექტივებზე, რომელიც განახლებას ეხება. არის კომპანიის მზაობა, განაახლოს სამუშაო პროცესი გარკვეული დათქმებით, ასევე მზად არის, გასცეს ერთი თვის ანაზღაურება. ყველა დანარჩენი დეტალი, რომელიც კომპლექსურია, უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იქნება გაანალიზებული და ცნობილი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მაღაროელების თქმით, კომპანიის მესვეურების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მათ ათასობით ადამიანი უმუშევარი და ულუკმაპუროდ დატოვეს.

კომენტარები