მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

აბუსერიძე, აბშილავა, ავაზნელი – იცოდე შენი გვარის ისტორია

აბუსერიძე, აბშილავა, ავაზნელი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო წარმოგიდგენთ რუბრიკას – “იცოდე შენი გვარის ისტორია”.

ყოველ კვირას “ინფო იმერეთი” 3 გვარის ისტორიას შემოგთავაზებთ.

დღეს კი აბუსერიძის, აბშილავას და ავაზნელის გვარის ისტორიას მოგიყვებით.

აბუსერიძე – გავრცელებულია გურიისა და აჭარის რაიონებში. ეს არის წარჩინებული სამთავრო გვარი აჭარაში.ცნობილია მეთერთმეტე საუკუნიდან. იგივე ძირისაა აბუსელიძე.

აბშილავა – გვარი მომდინარეობს გამოთქმიდან აბშილა. ძველი ეთნონიმი “აფშილი” ნიშნავს აფხაზს.

ავაზნელი – გავრცელებულია გორის რაიონში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც. გვარადქცეული სადაურობის სიტყვა; ჯავახეთში ყოფილა სოფელი ავაზანა, ზოგადი მნიშვნელობით – საქონლისათვის წყლის სასმელად წყაროსთან დადგმული ერთიანი ხისაგან გამოთლილი დიდი გობი.

კომენტარები