მთავარიქუთაისიპერსონა

“ადამიანს არასოდეს ვუღალატებ”- ფატი დარსალია

“ადამიანს არასოდეს ვუღალატებ”- ფატი დარსალია

საინფორმაციო სააგენტო  infoimereti.ge  გთავაზობთ რუბრიკას „საქმე და საქმიანი ადამიანი“. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.

რუბრიკის პირველი სტუმარი ჩანთების მაღაზია “Bagmania“-ს მფლობელი  და დირექტორი ფატი დარსალია.

ქუთაისში არსებული ჩანთების მაღაზია „Bagmania“ უკვე  ექვს წელს ითვლის. მაღაზია არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც,  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩანთების მოყვარულებს სახლიდან გაუსვლელად შესაძლებლობა ეძლევათ, ნებისმიერი მოდელის, ყველა ფერისა და ზომის ხარისხიანი და ორიგინალური ჩანთები შეიძინონ.

„განათლება  ბიზნესის განხრით მაქვს  მიღებული უნივერსიტეტი. მინდოდა ისეთი ბიზნესი გამეკეთებინა, სულ რომ მოდაში იქნებოდა და დაჭირდებოდა ხალხს, ვფიქრობ რომ სწორად მივაგენი ასეთ სფეროს და ჩანთების მაღაზია გავხსენი.თითქმის ყველა მომხმარებელი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მყავს, ამასთან მაქვს ონლაინ გვერდი, „Bagmania“-ს საიტი, საიდანაც ვიღებ შეკვეთებს. არა მარტო  საქართველოდან არის მოთხოვნა, არამედ ჩანთებს ვაგზავნი ამერიკაში, იტალიაში, საბერძნეთშიც, მოკლედ, ევროპის ყველა ქვეყანაში.”- გვიყვება  ის.

ფატი დარსალია infoimereti.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, რომ პირველი იყო, რომელმაც მომხმარებლებისთვის შიდა განვადება გააკეთა. ესაა უპროცენტო განვადება, რომელსაც მომხმარებლები ორ თვეში ფარავენ.

„შემიძლია ვთქვა, რომ პირველმა გავაკეთე შიდა განვადების სერვისი, რაც არც ერთ საიტს არ გაუკეთებია, იმიტომ რომ იმხელა ნდობა არ აქვთ, ვიღაცებს საქართველოს ფარგლებში პროდუქტი ფაქტობრივად „ნისიად“ გაატანონ. ჩემი მომხმარებელი კი, პირობითად, დღეს რომ აიღებს ჩანთას, ორი თვის განმავლობაში ფარავს, ნახევარ-ნახევარს იხდის. თანხას ანგარიშზე მირიცხავენ, ან გზავნილს აკეთებენ ინტერნეტ გვერდზე ნებისმიერ ბანკში. საზღვარგარეთიდანაც იგივენაირად ხდება. იმდენი წელია, რაც ეს მომხმარებლები მომსდევენ, რომ ყველას ვიცნობ და ვენდობი, ანალოგიურად არიან ისინიც ჩემს მიმართ.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge-მ,  ფატი დარსალიასთან  ბიზნესბლიცი ინტერვიუ აიღო.

ჩემი პირველი სამსახური იყო …კოსმეტიკური კომპანია „ორიფლეიმი“.
პირველი ხელფასი იყო… 350 ლარი.
ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო …ისევ ბიზნესის მიმართულებით ჩავაბარებდი.
სამსახურში მივდივარ…არასტანდარტული დროები მაქვს.
სამსახურში დღეს ვიწყებ …რა თქმა უნდა, ყავით.

როცა პენსიაზე ვიქნები …ბევრს ვიმუშავებ და ჩემი ფულით ვიმოგზაურებ.

ყველაზე მეტად მეშინია …სიკვდილის.
რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში …მეამიტი და მიმდობი ვარ.
ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა…საკუთარი სახლი, საკუთარი შემოსავლით ავაშენო.

კარიერის მისაღწევად საჭიროა -შრომა და მიზანდასახულობა.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო…ძალიან კარგ ადგილზე ვარ ახლა.
ამოჩემებული სამოსი… სპორტული სამოსი.
ყველაზე ხშირად მავიწყდება-მეგობრების მოკითხვა (დროის უქონლობის გამო)
არასოდეს გავაკეთებ-არავის ვუღალატებ.
დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო– ნეტა როგორი ამინდია.

ინფორმაციას ვიღებ ძირითადად-ინტერნეტის მეშვეობით.

ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი– ვიმოგზაურებდი ყველგან, თუმცა ვიცხვრებდი მხოლოდ საქართველოში.

ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ – მეგობრებთან ერთად.

ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა-კალათბურთი.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც…კარგი მეგობარი

რუბრიკის მიზანია იმერეთში  მოქმედი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.  ასევე  მათი  კომპანიის, ობიექტისა და თუ დაწესებულების კიდევ უფრო  ცნობადობის გაზრდა. თუ ფიქრობთ, რომ  რუბრიკის მორიგი სტუმარი თქვენ უნდა იყოთ მოგვწერეთ მეილზე [email protected] ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 598 98 49 50 ;

 

კომენტარები