მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება”

“ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება”

ცალკე აღნიშვნის ღირსია ადრონული ცენტრი, რომელიც უნიკალურია თავისი დატვირთვითა და მნიშვნელობით, მშენებლობა 2026 წელს დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ადრონული თერაპიის ცენტრზე საუბრისას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება, პრემიერმა აღნიშნა, რომ პროექტი ქვეყანას სახელს გაუთქვამს, როგორც კი მშენებლობა დასრულდება და კვლევითი პროგრამების განხორციელება დაიწყება.

“ეს არის ძალიან რეზონანსული პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს დასრულებისთანავე, როგორც კი დაიწყება ის კვლევითი პროგრამები, რომელიც განხორციელდება ადრონული ცენტრის მიერ“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები