მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ავანგარდის სასაფლაოზე, ეკლესიასთან გზა ფაქტიურად არ არის, იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ”

“ავანგარდის სასაფლაოზე, ეკლესიასთან გზა ფაქტიურად არ არის, იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ”

ქუთაისში, ავანგარდის სასაფლაომდე მისასვლელი გზა ავარიულია.

კერძო სასაფლაოებზე დაკრძალული ადამიანების ახლობლების თქმით, წვიმის შემთხვევაში მათი ახლობლების საფლავებზე მისვლა გართულებულია.

“ერთი თხოვნა მაქვს და იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ, ავანგარდის სასაფლაოზე, ეკლესიასთან გზა ფაქტიურად არ არის, დატბორილია და სასაფლაოზე მისასვლელი არაა, აკეთებენ გზის პირას, მაგრამ შიგნით არავინ არ შედის, ამ სააღდგომოდ ან რომ მოიხრეშოს ან რავიცი, მისასვლელი გაკეთდეს. იქნებ გადასცეთ შესაბამის პირებს და რაიმე მოხერხდეს”, – წერს “ინფო იმერეთის” რედაქციას ადგილობრივი.

შპს “ქართული ტრადიციები 2011-ის” ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე სამი დღეა, მიმდინარეობს ანაფრეზის დაყრის და გაშლის სამუშაოები. ცენტრალური გზის მოწესრიგება ხვალ ისევ გაგრძელდება.

კომენტარები