მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გეგუთში – მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა გეგუთში – მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა გეგუთში – მსუბუქმა ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მას მძიმე დაზიანებები არ მიუღია.

თვითმხილველების ცნობით, კონტაქტურია ორი მგზავრიც.

ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

ინფო იმერეთის” ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები