მთავარიახალი ამბებისლაიდი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაშავებულია ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაშავებულია ერთი ადამიანი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია ერთ-ერთი მძღოლი, რომელმაც მსუბუქი დაზიანება თავის არეში მიიღო.

ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ, გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები