მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“აზოვსტალიდან” ევაკუაცია დაიწყო, უკრაინა არ ტოვებს თავის ხალხს, თუნდაც ჯოჯოხეთი იყოს”

“აზოვსტალიდან” ევაკუაცია დაიწყო, უკრაინა არ ტოვებს თავის ხალხს, თუნდაც ჯოჯოხეთი იყოს”

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მარიუპოლის აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დაწყება დაადასტურა.

მისი თქმით, პირველი 100 ადამიანი უკვე გადაიყვანეს უკრაინელი სამხედროების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

“აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. 100-მდე კაცისგან შემდგარი პირველი ჯგუფი, კონტროლირებადი ტერიტორიისკენ უკვე მიემართება, ხვალ მათ ზაპოროჟიეში შევხვდებით. მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი, გაეროსთან ერთად, ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე მუშაობენ”, – წერს ზელენსკი “ტვიტერზე“.

უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ დღეს “აზოვსტალიდან” მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია წარმატებით დასრულდა.

მისივე თქმით, ქარხნის ტერიტორიის დატოვება 100-ზე მეტმა უკრაინელმა შეძლო, მათ შორის არიან ბავშვები, ქალები და მოხუცები.

“წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა და ბევრი ხალხია, თუმცა უკრაინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ ტოვებს თავის ხალხს, თუნდაც ჯოჯოხეთი იყოს”, – აღნიშნა არახამიამ.

კომენტარები