ქუთაისში, უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე რუას კალაპოტში არსებულ მდგომარეობას მაჟორიტარი დეპუტატი ამირან კოპალეიშვილი გაეცნო.
მდინარის კალაპოტი ჩახერგილია მეწყრის შედეგად და ოჯახებს დატბორვის საფრთხე ემუქრებათ.
“მდინარის კალაპოტი ჩახერგილია ჩამოშლილი ღორღით, ხეებით და დიდი ზომის ლოდებით.არსებული მდგომარეობა კი რამდენიმე ოჯახს დატბორვის საფრთხეს უქმნის. მოსახლეობასთან ერთად დეტალურად გავეცანი შექმნილ მდგომარეობას და დავსახეთ პრობლემის გადაჭრის გზა”, – განაცხადა ამირან კოპალეიშვილმა.
კომენტარები