მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ამ ეტაპზე აღარ გაიმართება” – აქციის დაანონსების შემდეგ მედპერსონალს დავალიანების დაფარვას დაჰპირდნენ

“ამ ეტაპზე აღარ გაიმართება” – აქციის დაანონსების შემდეგ მედპერსონალს დავალიანების დაფარვას დაჰპირდნენ

ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკის მედ-პერსონალის აქცია ამ ეტაპზე აღარ გაიმართება.

კლინიკის წარმომადგენლების თქმით, მას შემდეგ, რაც ხვალ, 12:00 საათზე აქცია “ინფო იმერეთზე” დაანონსდა, მათ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ აქცია არ გამართონ და გასული თვეების ანაზღაურებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების თქმით, ამ ეტაპზე ისინი აქციის გამართვის საჭიროებას ვეღარ ხედავენ.

კომენტარები