მთავარიახალი ამბებისხვადასხვა

აპარტამენტი ქუთაისის ისტორიულ უბანში – სასურველი შეთავაზება ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს

აპარტამენტი ქუთაისის ისტორიულ უბანში – სასურველი შეთავაზება ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს

ეს აპარტამენტი ახალგაზრდა წყვილს, ქრისტინეს და ლაშას ეკუთვნის. მათ ერთმანეთი ქუთაისში გაიცნეს და უკვე 7 წელია, ერთად ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისაგან განსხვავებული პროფესია აქვთ და აქამდე სასტუმროს მართვასთან, კონცეფციასთან შეხება არასდროს ჰქონიათ, გადაწყვიტეს ახალი პროექტი ერთობლივად გაეკეთებინათ.


აპარტამენტი, რომელიც ქუთაისში, ისტორიულ უბანში მდებარეობს, პანდემიის დროს შეიძინეს. ეს ის პერიოდია, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ე.წ. “ლოქდაუნი” გამოცხადდა. წყვილს მეტი დრო მიეცა იდეისთვის ხორცი სრულყოფილად შეესხათ.

როგორც ქრისტინე და ლაშა გვიამბობს, მათ ექსპერიმენტების სურვილი არ ჰქონდათ, ამიტომ დამხარებისთვის მეგობრებს მიმართეს, სტილზე ბევრი არ უფიქრიათ, იდეა უკვე მზად ჰქონდათ.

აპარტამენტის თავდაპირველი კონცეფცია და მისი საბოლოო შედეგი, სრულ თანხვედრაში იყო ერთმანეთთან.

“გვიხარია, რომ თავდაპირველი დიზაინერის, არქიტექტორის და ჩვენი გემოვნება რემონტის კუთხით დაემთხვა ერთმანეთს. ვთვლით, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ამ ადამიანებმა დაგვიტოვეს იდეალურად დაპროექტებული სახლი, რომელიც სავსეა დადებითი ენერგიითა და ბევრი სინათლით.

კონცეფცია ახალია და შეიძლება ითქვას, ჩვენს ქალაქში ანალოგი არ აქვს, ეს არის აპარტამენტისა და სასტუმროს გაერთიანება. აქ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაიზიარონ სამზარეულო და სასადილო სივრცე, ამავდროულად დაისვენონ დამოუკიდებლად, დატკბნენ რიონის ხედებით ქალაქის შუაგულში.

განსაკუთრებით გვიყვარს ტიპური ევროპული და ამავდროულად ქალაქური სტილი. აღასანიშნავია ნათელი ფერები, ხელნაკეთი კედლის დეკორები, ნიჟარები, ნიჟარის სადგამები და სამზარეულოს დეტალები. ამ ყველაფერზე იზრუნა არაჩვეულებრივმა ადამიანმა და სპეციალურად ჩვენთვის დაამზადა“.

 

ასევე , წყვილი ცდილობს აპარტამენტში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვის შესაძლებლობით, დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებიც ხელით ქმნიან სხვადასხვა ნიმუშებს და ეს არის მათთვის გარკვეული შემოსავლის წყარო.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, აპარტამენტი ყოფილიყო სასურველი ადგილი ქუთაისში, როგორც ადგილობრივი ისე უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის. ამიტომ, ჩვენი სლოგანია #აქგაჩერდი, #დარჩიჩვენთან“.

აღსანიშნავია, რომ მოცემული აპარტამენტი ამ ეტაპზე გასაქირავებლად არის გამოტანილი და მისი დაქირავება Airbnb პლატფორმის და Booking.com საშუალებით არის შესაძლებელი.

კომენტარები