მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“არასოდეს გაპატიებენ იმას, რასაც ამ ქვეყანას უშვრებით…” – ნოდარ ჩაჩანიძე ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს

“არასოდეს გაპატიებენ იმას, რასაც ამ ქვეყანას უშვრებით…” – ნოდარ ჩაჩანიძე ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს

ჭიათურის მერობის ყოფილი კანდიდატი, სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ ჩაჩანიძე ყოფილ ლექტორს ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს.

“ბატონო ირაკლი, რადგან არაერთი ადამიანი, მათ შორის თქვენი ყოფილი სტუდენტებიც, კარგად ხვდებიან რას კადრულობს თქვენი პარტია ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში, მინდა ძალიან მოკლე ღია წერილით მოგმართოთ, რომელიც საერთოდ არ ჰგავს “ქოცების” ღია წერილებს. აქვე გეტყვით, რომ თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას, 2007-2011 წლებში, პირადად მე არასდროს ამირჩევიხართ რომელიმე სასწავლო კურსის ხელმძღვანელად, თუმცა სტუდენტების გარკვეულ ნაწილს სწორედ თქვენ უკითხავდით ლექციებს… პირადი შეხება თქვენთან მაშინ მქონდა, როდესაც 2008 წელს, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე “ნაცების” ახალგაზრდულ სისტემას იცავდით უნივერსიტეტში და ითხოვდით, რომ სტუდენტები მის წინააღმდეგ არ წავსულიყავით.

წერილს თან ერთვის ორი ადამიანის ფოტო. პირველ ფოტოზე ნატალიაა, მეორეზე კი ქალბატონი ეთერი… ნატალია კრიტიკული მედიის ჟურნალისტია, ქალბატონი ეთერი კი ოცნების კოორდინატორია ჭიათურაში… როდესაც “შინ ევროპისკენ” კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო ფლაერებს ჭიათურაში ვარიგებდით, ქალბატონი ეთერი რამდენიმე წუთის განმავლობაში “სამშობლოს მოღალატეს” მეძახდა, ხალხის თვალწინ, მშობლიური ქალაქის ცენტრში, სამთავრობო მედიებისთვის, რომ გადაეგზავნათ ეს მასალა… ქალბატონ ეთერს ეს ყველაფერი პარტიიდან დაავალეს და ამის სანაცვლოდ მეგობრებთან ერთად რესტორანშიც ასადილეს, მაგრამ არც კი მიფიქრია ღიმილის და მადლობის მეტი რაიმე მეთქვა მისთვის, როცა ის ამ ბინძურ პარტიულ მოვალეობას ასრულებდა…

ნატალია ჟურნალისტია თბილისში, იმ ტელევიზიაში მუშაობს, რომელიც მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის მტრის, რუსეთის ინტერესებს ემსახურება… ნატალიამ თქვენ, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, მწვავე შეკითხვები დაგისვათ ოჯახის წევრის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირზე. ეს ზუსტად ისეთივე შეკითხვებია, როგორიც არაერთხელ დაუსვამთ ოპოზიციის ლიდერებისთვის, მაგალითად ელენე ხოშტარიასთვის… მართლა ძალიან ბევრი ვფიქრობთ უკვე, რომ ბიძინა და “ოცნების მთავრობა” ქვეყნის საგარეო კურსს ცვლიან, არა მხოლოდ ნატალია, არც არახამია, არც მხოლოდ კრიტიკული ტელევიზიები და არც მხოლოდ “ნაცები”… ამასთან, თქვენი მამა პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი და საჯარო ფიგურა იყო და მასთან შეკითხვებს ბევრად უფრო დიდი საფუძველი აქვს, ვიდრე სხვის მოღალატეობაზე საუბარს… ყველამ ნახა როგორი სამარცხვინო პასუხები გაეცით თქვენ ჟურნალისტს და ისიც გითხარით მე როგორ ვუპასუხე ჭიათურაში თქვენი პარტიის მიერ მოგზავნილ კოორდინატორს…

ქალბატონი ეთერის პარტიული დავალება, რომ ხალხის და კამერების თვალწინ სამშობლოს მოღალატე ეძახა ჩემთვის, ალბათ, ბევრად უფრო ბინძური პროვოკაცია იყო, ვიდრე ჟურნალისტის შეკითხვა თქვენი ოჯახის რუსეთთან კავშირზე… და იმედია, კარგად ხვდები, რომ მე ქალბატონ ეთერთანაც მართალი ვიყავი, ხოლო შენ, მუდამ დიდი ჩიტი იქნები ნატალიასთვის, მისი თანამოაზრეებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩიტების ცნობა ვიცით…

და ბოლოს, არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, არც თქვენი ყოფილი სტუდენტები, არასოდეს გაპატიებენ იმას, რასაც დღეს ამ ქვეყანას უშვრებით… არც ერთი ნორმალური ქართველი არ გაპატიებთ იმას, რა ფორმითაც ებრძვით ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს, არ გაპატიებთ იმას, თუ როგორ ცდილობთ ყველას ბოლომდე გასვრას ვინც სისტემას არ ემსახურება და არ გაპატიებთ იმას, თუ როგორ აშორებთ საქართველოს დასავლურ ცივილიზაციას და ევროპულ ოჯახს!”, – წერს ნოდარ ჩაჩანიძე.

კომენტარები