მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არა გენოციდს“ – ქუთაისში, ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული ძალადობა დაგმეს

“არა გენოციდს“ – ქუთაისში, ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული ძალადობა დაგმეს

“არა გენოციდს” – ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა.

მოქალაქეები, მესამე საქტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ. მათ უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული ძალადობა დაგმეს და უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სანთლებით და ყვავილებით პატივი მიაგეს დაღუპულ ადამიანებს.

მათი თქმით, ის რაც უკრაინაში ხდება, არის გენოციდი და ამაზე მოძალადეებმა პასუხი უნდა აგონ.

უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტებისგან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ასობით ადამიანის ცხედარი იპოვეს.

კომენტარები