მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არის საფრთხე, რომ ადამიანს დაეცეს, მოგვეშველეთ” – ქუთაისში, გამსახურდიას #30-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

“არის საფრთხე, რომ ადამიანს დაეცეს, მოგვეშველეთ” – ქუთაისში, გამსახურდიას #30-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში, გამსახურდიას #30-ში მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, მრავალსართულიანი კორპუსიდან ბათქაში ცვივა და ეზოში მყოფი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

“ცვივა ბათქაში, ცვივა აგურის ფრაგმენტები. არის საფრთხე, რომ ადამიანს დაეცეს, იმ ფონზე, როდესაც ამავე ქუჩაზე გვახსოვს, რომ ერთხელ სამშენებლო მასალის ნაწილი გადმოვარდა და მცირეწლოვანი ბავშვი მოკლა. მოგვეშველეთ”, – აცხადებენ კორპუსში მცხოვრებლები.

კომენტარები