მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძეს გელათის მონასტრის ეზოში დაკრძალავენ

არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძეს გელათის მონასტრის ეზოში დაკრძალავენ

გელათის ტაძრის წინამძღვარს, მამა იოსებ ბურჯანაძეს გელათის მონასტრის ეზოში დღეს დაკრძალავენ.

არქიმანდრიტ იოსებს (ბურჯანაძე) სასულიერო პირებმა გელათის მონასტერში პანაშვიდი გადაუხადეს.

მამა იოსებ ბურჯანაძე დამწვრობის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

16 იანვარს გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლს იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო.

არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში გადაიყვანეს.

სასულიერო პირს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი.

კომენტარები