მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“აუცილებლად ამიხდება ჩემი ოცნებები”- ირმა ჭოლაძე

“აუცილებლად ამიხდება ჩემი ოცნებები”- ირმა ჭოლაძე

იმერეთის საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “ჟურნალისტი სხვა რაკურსით”, რომლის მორიგი სტუმარიც  საზოგადოებრივი მაუწყებლის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ჟურნალისტი, ირმა ჭოლაძეა.

სახელი: ირმა.
გვარი: ჭოლაძე.
სამუშაო ადგილი: საზოგადოებრივი მაუწყებელი,  “მოამბე”.
რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი… ვიქნებოდი ადვოკატი.
ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს… ექსტრემი.
როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ… არ ვცდებოდი და  აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი.
ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი… არ მაქვს. ჩემი ყველა რეპორტაჟი გამორჩეულია. ბევრი მათგანი  საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასის მიხედვით მამახსოვრდება.

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ… ერთგულების, მადლიერების და სიმართლის უნარებს.

მჯერა, რომ… აუცილებლად ამიხდება ჩემი ოცნებები.
ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში არის… ის, თუ როგორი მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ. და ასევე მომწონს ჩემი თავდაჯერებულობა.
რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში არის… ფეთქებადი ხასიათი, თუმცა აქაც მაქვს მიღწევები და ვფიქრობ დავძლევ ამასაც.
ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება… არის ჩემი ოჯახი.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… დამეძლია ჩემი შიშები. ვფიქრობ მოვახერხე.
ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო… ჩიტი ❤️
ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე… არის ხატვა.
ამოჩემებული სამოსი… არ მაქვს, მაგრამ მაქვს ჩაცმულობის ჩემი საკუთარი სტილი და ეს სტილი შეიძლება იყოს ამოჩემება.
ყველაზე ხშირად მავიწყდება…  ის ადამიანები, ვინც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა მთავარი ან მეორეხარისხოვანი გმირის როლს ასრულებდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ახლა არც მახსოვს. ამ უნარს “ჩემეულ სკლეროზს” ვეძახი და მისი უკმაყოფილო არ ვარ, პირიქით.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში არის… “განა მჯერა.”

ადრე ვფიქრობდი, რომ… ძალიან კარგი გოგო ვარ.
ახლა ვფიქრობ, რომ… ამაში დარწმუნებული ვარ.

თავისუფალ დროს… ვკითხულობ, ვვარჯიშობ და დავდივარ ფეხით. რამდენიმე აქტივობა მინდა დავამატო ამ ჩამონათვალს, მაგრამ ჯერჯერობით დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებ.

მეშინია… სიცივის, ქარის,  სიკვდილის.
ვტირი მაშინ, როდესაც… ძალიან მიჭირს, მაგრამ ატირებული აქამდე თითქმის არავის ვყავარ ნანახი.
მრცხვენია მაშინ… როდესაც შეუფერებლად მოვიქცევი.
ყველაზე მეტად მიყვარს… სიყვარული.
არასოდეს გავაკეთებ… მე არასოდეს ვიტყვი, რომ  არასოდეს გავაკეთებ ამას. არ ვიცი როდის რას გავაკეთებ.

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ… ცოტა ზედმეტად კარგი ხომ არ ვარ?!

სიყვარული არის... ღმერთი.

ველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ, როცა … მე ახლაც ძალიან ბედნიერი ვარ.
როდესაც ცუდად ვარ… მივდივარ დედასთან.
დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… დღეს მზეა და ჩემი დღეა.
ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია არის ის, რომ …. ისეთი სისულელე არ გამიკეთებია, რომ დამმახსოვრებოდა.

ჩემი თავი პირად ურთიერთობებში… პირად ურთიერთობებეზე საჯაროდ არ ვსაუბრობ.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც… ირმა ჭოლაძე. ისე რასაც მათ ეს სახელი და გვარი ეუბნება.

კომენტარები