მთავარიახალი ამბებიიმერეთი

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ნინო გოგუა მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად 10 წელია, ქუთაისში, დევნილების და სოციალურად დაუცველების კორპუსში ცხოვრობს.

ოჯახი რამდენიმე წელია, ბინის მიღებას ელოდება, თუმცა უშედეგოდ.

ამჯერად დევნილ ოჯახს სამინისტრომ უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ მორიგი შემოწმებისას ოჯახის ყველა წევრს კორონავირუსი ჰქონდა და ისინი კოვიდ სასტუმროში იყვნენ გადასული.

მიზეზად სახელდება ისიც, რომ კორპუსი უკვე ანულირებულია და იქ მცხოვრები დევნილები ბინებით დააკმაყოფილეს.

ნინო გოგუას თქმით, აქვს ყველა მონაცემი და დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ ოჯახს ბინა ყველა კრიტერიუმით ეკუთვნის.

ოჯახი დევნილთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელის სასამართლოში შეტანას გეგმავს.

კომენტარები