მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ – “ქვეყანა პანდემიას ებრძვის, ჩვენ ფეკალიებს”

აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ – “ქვეყანა პანდემიას ებრძვის, ჩვენ ფეკალიებს”

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსში საკანალიზაციო ქსელი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც სარდაფები და ეზო ფეკალიებით დაიტბორა.

ადგილობრივების თქმით, პრობლემა აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაიწყო.

“აღამშენებლის 35 ნომერში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, ქვეყანა პანდემიას ებრძვის, ჩვენ კი ფეკალიებს ვუმკლავდებით, მთლიანად დატბორილია სარდაფები, ეზო და სადარბაზოების შესასვლელები, ვრეკავთ შესაბამის სამსახურებში, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს”, – აცხადებენ ადგილობრივები.

კომენტარები