მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

აყრილი ქვაფენილი და მიტოვებული სამუშაოები – ვითარება ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე

აყრილი ქვაფენილი და მიტოვებული სამუშაოები – ვითარება ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე

აყრილი ქვაფენილი, მიტოვებული სამუშაოები და ქვეითებისათვის გაუვალი ტროტუარი – ასეთია ვითარება ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოსახლეობის თქმით, ადგილზე ქვაფენილი რამდენიმე საათში აიღეს, იმის შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა, განახლებითი სამუშაოები კი არ დაწყებულა.

“ეს არის ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის 59-ის მიმდებარე ტერიტორია. უშუალოდ ჩემი საცხოვრებელი ბინის წინ. იმაზე, რომ ფილები თითქმის ცინცხალი იყო და კონკრეტულად მაგ ტერიტორიაზე ერთიც არ იყო ავარდნილი, ის რომ პატარა წყლის გუბეც არ დგებოდა და მაინც გადაწყვიტა მავანმა მათი გამოცვლა, არაფერს ვამბობ…. ვიცი მიკერძოებულობაში და უმადურობაში ჩამითვლით ზოგიერთი. კი ბატონო, გამოცვალეთ, ახალი უმჯობესია, რატომაც არა. თუმცა სხვა, რეაბილიტაციას რომ მეტად საჭიროებს, ისეთი ადგილი უამრავია ქუთაისში.

მე სხვა რაიმე უფრო მაწუხებს და მაკვირვებს. მეხუთე დღეა, ასეთ დღეშია აქაურობა, რაც იქ მაცხოვრებლებს ძალიან გვაწუხებს და დისკომფორტს გვიქმნის. იმის შემდეგ, რაც ვიღაცამ ორ საათში აყარა ეს ფილები, თითი თითზე არ დაუდია არავის. თქვე კაი ხალხო, რა მიდგომაა?!.. თუ დაგებას არ აპირებდით ჯერ, რაღას ჩქარობდით აყრას?!

თუმცა ქოცურ “პრაგმატიზმს” რას გაუგებ კაცი”, – წერს გია თევდორაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები