მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

აშშ-ში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

აშშ-ში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ბრუკლინში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებიც ქართველები არიან.

აშშ-ში მცხოვრები ქართველი “TV პირველთან” აცხადებს, რომ სისხლიანი დაპირისპირება ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ უბანში იმ დროს მოხდა, როდესაც საქართველოს ორ მოქალაქეს ბანკიდან ფული გამოჰქონდა.

“გარდაცვლილია 45 წლამდე მამაკაცი, დაჭრილია 30 წლამდე მამაკაცი. იყვნენ ბანკში, ფულის გამოსატანად და როდესაც გამოვიდნენ, მათ აედევნათ სამი მამაკაცი და სამწუხაროდ, მოხდა მკვლელობა”, – აცხადებს აშშ-ში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი.

კომენტარები