“ჩვენ, საბედნიეროდ, კონსტიტუციაში გვიწერია ჩვენი ევროპული არჩევანი. არა მგონია, რომ ვინმეს ეს არჩევანი ეჭვქვეშ ჰქონდეს და არამგონია, ვინმემ ამ არჩევანს სხვანაირად შეხედოს. კონსტიტუციაში რაც გვიწერია, იმაზე დიდი რა შეიძლება იყოს, მითხარი,“ — ასე აფასებს “ნეტგაზეთთან“ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე რუსულ კანონპროექტს, რომლის მიღებასაც საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს.
“ჩემთვის პირველი საფიქრალი ყოველთვის არის ეს ქვეყანა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩემი სტუდენტი იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა უმაღლესი სასწავლებლის იქნება, ქვეყნისთვის, მათი განათლებისთვის, ყველანაირი ხელშეწყობა და აბსოლუტური წინსვლა მინდა“, – განაცხადა “ნეტგაზეთან“ შალვა კირთაძემ.
ის მიიჩნევს, რომ რადგან კანონის მიღებას საკმაოდ დიდი პროცედურების გავლა სჭირდება, საბოლოოდ კანონმდებლები მას არ მიიღებენ.
წყარო: “ნეტგაზეთი”
კომენტარები