მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ახალბედაშვილი, ახალკაცი და ახვლედიანი – იცოდე შენი გვარის ისტორია

ახალბედაშვილი, ახალკაცი და ახვლედიანი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ახალბედაშვილის, ახალკაცისა და ახვლედიანის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ახალბედაშვილი – გავრცელებულია გორის რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელისაგან – ახალბედა; ამ გვარის წინაპარი, გადმოცემის თანახმად, მესხეთიდან გადმოსახლებულა. გვარად მაისურაძე, როგორც ახლად მოსულისათვის, მისთვის ახალბედაშვილი უწოდებიათ.

ახალკაცი – გავრცელებულია ქარელის, ბორჯომისა და სხვა რაიონებში. გადმოცემის მიხედვით, ყმა გამოქცევია ბატონს და სხვა სოფელში შეხიზნულა. იგი გვარს ვერ ამჟღავნებდა და ახალკაცს უწოდებდა თავს. სწორედ აქედან მოდის გვარის სახელწოდება. ამავე ძირისაა გვარი ახალკაციშვილი, ახალმოსულიშვილი და ახალშენიშვილი.

ახვლედიანი – გავრცელებულია ცაგერის რაიონში, წყალტუბოს რაიონში და სხვ. სვანური წარმოშობისაა. სავარაუდოა, საფუძვლად ედოს საკუთარი სახელი ახვილდ (ახავილდ), სადაც ილდ სვანური კნინობითობის მაწარმოებელი ფორმატია და ერთვის საკუთარ სახელს ახავ-ს. (შედარებითი გვარებია: ახავიტაშვილი, ახოშვილი, ახაბიძე).

ცნობისთვის, იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” ყოველ კვირას 3 გვარის ისტორიას გთავაზობთ.

კომენტარები